ფეხსაცმელი გაიხადა და მთხოვა:სადმე წამიყვანე,სადაც მშვიდად დავიძინებო

Monday, February 22, 2010

მალაიზიის მთებში ინკების ნაქალაქარი იცი?
ყველაზე მაღალ მთაზე ავიდოდი,მუხლებზე დაგისვამდი,ხელებს მხრებზე მოგხვევდი და მკერდში ჩაგიკრავდი,თვალებს დაგიკოცნიდი,საფეთქელზე გაკოცებდი,ძარღვი რომ გიფეთქავს იქ,როცა რამეს ემოციურად აღიქვამ,მაშინ ჩნდება ეგ ძარღვი...
შენს გულისცემას მოვისმენდი მეათასეჯერ და ისევ არ მომბეზრდებოდა...
შენ ზღაპარს მომიყვებოდი,რაიმე უჩვეულოს,ნაღვლიანს და არაფრის დიდებით არ გამოტყდებოდი,რომ ჩემთვის მოიგონე იმ წუთას...
უკიდეგანო ცა გამაკვირვებდა,შენ არ...მაშინ წვდები ცას,როცა მოგესურვება...მე მეშინია თითის წვერებზე ავიწიო...
შენი მხრის მიღმა ჩამავალ მზეს დავინახავდი,მე ხომ ჯერაც ვერ ვისწავლე,როგორ ვნახო მზის ჩასვლა მაშინ,როცა მოვისურვებ...
შენ ფიქრობ,რომ უგუნური რისკის ხიბლი მიტაცებს,ის რაღაა,მთაზე ასვლისას უფსკრულში გადაჩეხვის უსაზღვრო სურვილი მიჩნდებაო,რომ ამბობ...
მაპატიე,რომ მარტორქების არსებობა ვერ დავიჯერე...
იმიტომ ვერ ხედავ,მე ვაფრთხობო,მეუბნებოდი...
მშვიდად ვარ შენთანო და მე ირგვლივ სულიერი,რომ არ ჭაჭანებდა იმას ვაბრალებდი...
სიგარეტის მავნებლობაზე ბევრს გესაუბრებოდი და არასოდეს მითქვამს,როგორ მომცონდა როცა ეწეოდი.
წვიმდა გარეთ,უცნობი კედლები შენით თბებოდა,ციოდა,ადმინისტრატორმა მომატყუა და გამათბობელსაც ვერაფერი გავუგე,იღიმოდი,ასეთ წვრილმანებზე არასოდეს გეშლებოდა ნერვები.ფანჯარასთან იდექი და ბავშვივით გიხაროდა წვიმა,მინის შიგნიდან წვეთებს თითს აყოლებდი...
პირველად ვიყავი ასე ახლოს შენთან,სუნთქვა მეკვროდა,ვიჯექი სვარძელში და განძრევას ვერ ვბედავდი,შენ ლაპარაკობდი ,ბევრს და ყველაფერზე,ვცდილობდი ისეთი სახე მიმეღო,თითქოს ძალიან მაინტერესებდა შენი მეგობრის ყოფილი შეყვარებული რომ დაინახე ამას წინათ ხელიხელგადახვეული უცხო გოგოსთან.
მეშინოდა ...
შენი...
საკუთარი თავის...
მოტრიალდი და ისე ნელა წამოხვედი,ერთი თამაში გამახსენდა,ათი პატარა ჭიანჭველა წინო,რომ ვამბობდით...შენ გემსგავსებოდი...
მოხვედი და უცერემონიოდ ჩამიჯექი კალთაში...
ხელისგულები ყველაზე მგრძნობიარე ადგილად იქცა სხეულში...
შემთხვევით უთო თუ არ წამოგიღია,კაბას ნუ დამიკუჭავო...
ხელში აგიყვანე და მივხვდი,უკანმოუხედავად უნდა გავქცეულიყავი შენგან,მიმეტოვებინე უნდა იმ უცხო კედლებში,უცხო ქალაქში და აღარასოდეს გამეხსენებინა შენი სხეულის სიმსუბუქე...
მაშინ არ ვიცოდი,რომ შენი ვეებერთელა სიყვარული შემაშინებდა...
რომ შეუძლებელი იქნებოდა მუჭისხელა გულში შენი დატევა...
ზღაპრები მაჩუქეო მთხოვე...
ვერ გავიმეტე...
წამიყვანე სადმე,სადაც მშვიდად დავიძინებ.

7 comments:

Joseph said...

"რომ შეუძლებელი იქნებოდა მუჭისხელა გულში შენი დატევა...
...წამიყვანე სადმე,სადაც მშვიდად დავიძინებ."

მიყვარს შენი ნაწერების კითხვა. გულწრფელია და თან ვერასდროს ვხვდები სად არის ზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის

babisa said...

ძალიან მეამა ამ დილაადრიან <3

Asklypiodota said...

უსაზღვროების უსაზღვრო დარდი გადამიყოლებს,ბევრი წლის მერე:)

xissunianisaxli said...

ათასჯერ რომ წავიკითხო ეს არ მომბეზრდება.
რა ჩუმად ლაპარაკობს ეს ტექსტი და რა ბევრს ამბობს და
ვაიმეეეე

Lalena said...

იცი ახლ აროგო რმინდა ჩხუტებულმა და ძილმორეულმა ველოდო ჯერ დაისს, მერე კი აისს, მერე ისევ დაისს და ასე უსასრულოდ... ჯერჯერობით უსასრულოდ :)

nastasia said...

xissunianma kai blogiao da ashkarad :)

Asklypiodota said...

კეთილი იყოს შენი მოსვლა ნასტასია,მიხარია,რომ მოგეწონა:)