სადაც კაკაბია, იქაა გიურზაც

Monday, November 1, 2010

ყავას ვგევარ, ბევრი შაქარი რომ ჩაყარეს, მაგრამ მოსარევია და ფსკერზეა დალექილი, შენი აღზრდა რომ არ გაძლევს უფლებას, არ დალიო და მხოლოდ ბოლოს ამჩნევ დალექილ სიტკბოს.

ზაფხულის კაშკაშა, ზოგისთვის შემაწუხებელ, მწველ ამინდს ვგევარ, უცაბედად თქეში წვიმა რომ წამოვა და თავში-აზრად-არ-მომსვლია-ქოლგის-წამოღება ადამიანებს ხასიათს კი არადა, ბრენდს რომ უფუჭებს. ზეთისხილს ვგევარ, ცოტას უყვარს, მაგრამ ერთგულად...

ნერვების მომშლელად უზადოდ გასწორებულ ლოგინს ვგევარ.

იმ ტყვიას ვგევარ, საკუთარი თავისთვის რომ აქვთ შემონახული.

ყველა ფერი ვარ ერთმანეთში გადაზელილი.

თემშარა ვარ, არცერთ გზას რომ არ უერთდება.

ცისარტყელას ასარეკლი გუბე ვარ.

ალაგ-ალაგ ჩამოშლილი საცალფეხო ბილიკი ვარ, მაპატიეთ, ფეხი თუ დაგიცდათ.

4 comments:

babisa said...

like it
magram ai zetisxili zalian zalian kargi shedareba iyo <3

xissunianisaxli said...

ვიცოდი რა

ნერვების მომშლელად უზადოდ გასწორებულ ლოგინს ვგევარ.

ჩემი ასკლი

Bacchus said...

momcons...

tamusia said...

შენ ყოველთვის იმას წერ რაც მთელი გულით მჩირდება ხოლმე წაკითხვისას ყოველთვის ბოლომდე მავსებ და თვითონ არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ვპოულობ ჩემს თავს შენს ნაწერებში სხვა დროს უბრალოდ ადამიანი ვარ ხოლმე...

მიყვარხაააარ....