ქუჩის ბოლოდან ფეხს ვუჩქარებ,ყველაფერი ირგვლივ ღიმილიანი მოგონებაა,ჩემი თბილი კედლები გამოჩნდა,სახურავი,ყოველ ჯერზე ისე მიცემს კართან გული,თითქოს საუკუნეა არ შევსულვარ.
ყოველთვის როცა გულში მიკრავს და მეფერება,თვალები ცრემლით მევსება,მუდმივად მენატრება.
ყველა კარადას და ყველა უჯრას სათითაოდ ვაღებ და პატარა ბავშვივით მიხარია თუ რაიმე ახალს ვპოულობ:)ოთახიდან ოტახში დამყვება და ეცინება,-ყოველ მოსვლაზე ახალი რა უნდა დაგხვდესო.
ჩემი პირველი სტიპენდიით ნაყიდი ჩაის ტილო,ისევ ხელუხლებელი:)
სიმშვიდე....და სიმყუდროვე.
ყველა სიცელქის,განცდის,ბავშვობის სუნი აქვს ამ კედლებს...
ძალიან ლამაზია...ობიექტურად ლამაზი:)
ბოლო ხუთი წელია არ მახსოვს რამდენი წლისაა.
ყველა ახალ ნაოჭზე გული მეკუმშება.
მინდა ცოტათი მაინც ვგავდე.
არა მარტო დღეს,ეს მზე სულ მათბობს,მას შემდეგ რაც ამ ქვეყანას მომავლინა:)
მე ვხედავ მზეს
Tuesday, January 25, 2011
Posted by Asklypiodota at 1:00 PM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
დედების დღეა,
მთელი დღეა დედაზე ვფიქრობ.
არაფერიც არ ხდება შემთხვევით
<3
მართალი ხარ,შემთხვევით არაფერი ხდება:)
აააააააა... გული მომეპრუწა! <3
guli amichukda
Post a Comment