მე ვხედავ მზეს

Thursday, January 13, 2011

არ მინდოდა ბანალური "გამარჯობით"დამეწყო,მაგრამ სხვა შესატყვისი ვერ ვიპოვე.მგონი პირველად ვწერ ასე,როგორც ჩემი ქმარი ამბობს"ყველასთვის გასაგებ ენაზე":)
გამარჯობათ კარგო ადამიანებო,ზოგს პირადად გიცნობთ,ზოგს ვირტუალურად,რამოდენიმე ახლა აღმოგაჩინეთ,რაც ძალიან მახარებს.
დილით თვალი გავახილე თუ არა,გამახსენდით და კარგი განწყობაც მოგყვათ,მზეს გუშინაც ვხედავდი,დღეს კი მახარებდა,გავიფიქრე რთული იქნებათქო ყოველ დღე დადებითი ემოციების შეგროვება,მაგრამ ფიქრი ვინ გაცალა:)სალიმ მთხოვა ცოტა ხნით შენთან გადმოვძვრებიო:)დღეს ჩემი " მზე" სალია,ჩემი შვილი,რომელიც შვიდი წლისაა და ასაკის შეუსაბამო კითხვებს მისვამს ხშირად:)გულში ჩავიკარი,ეს არის ყველაზე დიდი ემოცია,ყველაზე მაგარი შეგრძნება,როცა სუნთქვა მეკვრის...
თუ ჩემი პოსტები ემგვანება ლუმიერების ფილმებს,ანიმ გაზეთს, სადაც არც ერთი ილუსტრაცია არ არის,მაპატიეთ,ეს მხოლოდ იმის ბრალია,რომ მე და კომპიუტერი ვერ ვძოვთ ერთად(მსუბუქად რომ ვთქვათ)გულით რომ მინდოდეს რამის დადება,თუნდაც ფოტოსი,სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ ან რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ბლოგის ძებნა მომიწევს:)თუ არ დაგეზარათ იხილეთ ჩემი ძველი პოსტი "ტ-ს შემდეგ" და ყველაფერი ნათელი გახდება,პოსტი კი ძველია,მაგრამ მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა:)უბრალოდ რამოდენიმე გაუგებრობა კიდევ შემემთხვა:(ჰოდა წინასაახალწლო გამწყობისთვის გთავაზობთ ჩემს"გაუგებრობებს".
ახალ წელს თოვლის ბაბუამ ერთ-ერთ საჩუქრად კომპიუტერისთვის ყურსასმენები მომიტანა,მისივე აზრით ძალზედ კომფორტული,გამეხარდა, რადგან ღამე როცა კომპიუტერისთვის ვიცლი და ფილმის ნახვას ვცდილობ,ოჯახის წევრებს ვუფრთხილდები,ამიტომ მსახიობთა გამომეტყველებით და ჟესტების ენით ვხვდები ფილმის არსს:)ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა,რადგან როცა ვცადე მომერგო ყურსასმენი,აღმოჩნდა რომ პატარაა და არც გასაგიდებელი აქვს,ორიოდ წუთის შემდეგ შემთხვევით კეფაზე ჩამოცურდა და ევრიკააა:)გამიმართლა რომ კომპიუტერს მხოლოდ ორი ადგილი აღმოაჩნდა,სადაც შემეძლო მომერგო ყურსასმენი,სამაგიეროდ გატანჯული სახით ვუყურე ფილმს მანამ,სანამ ჩემმა ქმარმა არ მკითხა,უკუღმა რატომ გიკეთიაო:) ისე ყოველ დღე შემეძლო მეწერა პოსტები თემაზე"მე და ტექნიკა":)
მართალია 13 იანვარს ვერ აღვიქვავ ისე როგორც 31 დეკემბერს,მაგრამ დღეს მეგობართან ვხვდებით და განწყობაც კარგია.
სულმოუთქმელად ველოდები თქვენს პოსტებს.
ვიღიმი...
დადებითად დავიმუხტე ...
მადლობა TOMA

6 comments:

Lika Kakiashvili said...

ნუ თავმდაბლობ ტექნიკასთან დაკავშირებით!

Anonymous said...

ვაიმე რა კარგად ვიმხიარულე შენი და ტექნიკის "ურთიერთობაზე" :D მიხარია რომ "აღმოგაჩინე" და მეც მადლობა თომუშკას ^_^

Asklypiodota said...

ლიკ ნამდვილი მეგობარი ხარ:)ვთავმდაბლობ არა?:)

babisa said...

მე არ ვიცი ტომუშკას ინიციატივების შესახებ, აბა შევიხედო.. :)) დადებითი ემოციები, სუნთქვის შეკვრები და სალი რამაგარია :)

Toma said...

vaime vaime, rogor mixaria rom mogcont idea, da rogor minda rom am chanfiqrma chvenze dadebitad imoqmedos da ragacnarad shecvlos chveni ganckoba, pozitivisaken ratqmmaunda :)

Gigoli said...

მეც უნდა დავპატიჟო ჩემთან თოვლის ბაბუა და უნდა ვაგინო, იმიტომ რომ ხალხს იმას ჩუქნის რაც არ უნდათ ან არ მოსწონთ. :))