მე ვხედავ მზეს

Friday, January 14, 2011

ჩვენთან სახლში ხშირად მოდის ერთი გოგო,პატარა მეგობარია,სულ, სულ პაწია მახსოვს,ხუჭუჭი თმით და თვალებში უამრავი მოციმციმე ვარსკვლავით,და ძალიან ბევრს ლაპარაკობდა.ჩემს თვალწინ გაიზარდა და..ყოველთვის ისე არ ხდება ცხოვრებაში,როგორც გვსურს.მაპატიეთ თემას ცოტათი უნდა გადავუხვიო,მინდა გაგაცნოთ ის ადამიანი ვინც ჩემზე დადებითად მოქმედებს ყოველთვის.რიგი მიზეზების გამო ახლა მარტოს უწევს გაუმკლავდეს სირთულეებს,მიხედოს უმცროს დებს და ძმას,არა მიხედოს კი არა,იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე უამრავი ზრდასრული ადამიანი ჩემს ირგვლივ .მისით აღფრთოვანებული ვარ,ჩემი გმირია,ამ ყველაფერთან ერთად კარგად სწავლობს,არც კი ვიცი როგორ ახერხებს.დილით ვნახე,მზრუნველი-როგორ ხარ?-მკითხა.ნუციკო 15 წლისაა და დღეს ჩემი "მზე"-ა.
დღეს ერთი გმირობაც ჩავიდინე:)ჩვენთან ქუჩაზე ერთი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს,დიდია და მრისხანე,მეშინიააა,მგონი გრძნობს და როგორც კი ქუჩაში გავდივარ კართან მხვდება,დღეს გადავწყვიტე არ შევპუებოდი და ისე ახლოს ჩავუარე გვერდით,სუნთქვაც კი ვიგრძენი,ამ სუნთქვამ გამათბო,საკუთარი სიმამაცით აღფრთოვანებულმა გავნაგრძე გზა.
ჩემს ძმას ვესაუბრე ტელეფონით,დიდი ხანია არ მინახავს:(ეს უფრო სევდანარევი მონატრება იყო,მაგრამ ემოცია?დადებითი,თბილი და შოკოლადი:)

4 comments:

Unknown said...

აი მაგაზე იმდენი მიფიქრია :)
არ მინდა ტკივილის ხარჯზე იზდებოდეს ვინმე

Toma said...

რა ძლიერი ბავშვი ყოფილა. მასეთ ბავშვებს ეძახიან Maskrosbarn , სამწუხაროდ მხოლოდ შვედურად ვიცი სახელი. ანუ ბავშვი რომელსაც სირთულეები აქვს სახლში მაგრამ თავს ართმევს მათ.

ბერი წამიკითხია მათზე, და ყველა რასც ხაზს უსმევდა იყო დამლაპარაკე, ადამიანი ვინც მოგვისმენს ყოველთვის გვჭირდებოდა მაგრამ არასდროს იყო გვერდითო. ხოდა ყურადღებით იყავი, იქნებ დალაპარაკება მოუნდეს შენთან და გვერდით ამოუდექი :*

Gigoli said...

ძაღლს თუ არაფერს დაუშავებ ან მის გეგმებს შენი ქმედება არ ეწინააღმდეგება, როგორც წესი აგრესიას არ გამოხატავს.

babisa said...

mshvenieri poreqtia, uket vecnobi blogerebs, iset piradulebs wert. + dadebitebit vimuxtebi mec :)