მე ვხედავ მზეს

Saturday, January 15, 2011

ჩემი შვილი ცოტა უცნაური ვინმეა,როგორ გგონიათ ბევრ ბავშვს უყვარს სტომატოლოგი?სალი კი უმიზეზოდაც თანახმაა მასთან ვიზიტზე:)ასევე უცნაურად მეჩვენება ბალეტი რომ უყვარს,არა იმიტომ,რომ რამე საწინააღმდეგო მაქვს ხელოვნების მაგ დარგთან,პირიქით,მაგრამ თოჯინების თეატრში ასეთი აღფრთოვანებით არ დადის:)თოვლის ბაბუამ გაითვალისწინა სალის სურვილი და ბილეთები დაგვიტოვა ბუხარში:)დღეს მე და სალი საზეიმო განწყობით წავედით "მაკნატუნა"_ზე,ვისაც გინახავთ ეს ბალეტი დამეთანხმებით ულამაზესი დადგმაა,ლამაზი კოსტუმებით,საშობაო განწყობით.რადგან ოპერაში სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,წარმოდგენები დროებით ნახალოვკაში იმართება,ახალი შენობაა,დარბაზიც კომფორტულია.
დღეს დადებითი ემოცია ჩემი შვილის სახეზე ბედნიერმა გამომეტყველებამ გამოიწვია.
მზე დღეს ჩემთვის "მაკნატუნამ"ამოიყვანა:)

9 comments:

Toma said...

r kargia interesi tu aqvs bavshvs baletis. dzalian kargia, iqneb rogorme xli sheuckot da creze sheikvanot?

m i r a m a x said...

vaime ra magaria! shvilistvis gaketebuli aseti sixarulebi zalian lamaz emociebs icvevs chemshi : )

:* <3

Asklypiodota said...

ვაპირებ:)უბრალოდ ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდება,ცდა ნამდვილად შეიძლება:)

Gigoli said...

მაშინ მომავალ წელს მე ვიქნები თქვენი თოვლის ბაბუა და ბუხართან მთელ ტომარა ბილეთებს დაგახვედრებთ :))))

Asklypiodota said...

თანახმა ვარ და დარწმუნებული ვარ სალიც თანახმა იქნება:)

Anonymous said...

რა საყვარელიაა... შენი მზე "მაკნატუნა" კი არა სალია ^_^

Anonymous said...

ძალიან კარგია მაგას რა ჯობია... სალი როგორ მიყვარს ეს სახელი ჩემ პატარა ძმიშვილუკას ქვია

Toma said...

Asklypiodota - თუ მონდომებულია გააკეთებს.

მე მიყვარდა ძალიან ბავშვობაში ბალეტი. შემიყვანეს კიდეც მშობლებმა მაგრამ მალევე გამომიშვეს "ჯგუფიდან" იმიტომ რომ საშინლად მაღალი ბავშვი ვიყავი. არაესთეტიკური შეხედულების :D

Asklypiodota said...

სიმაღლე სალის არა მგონია დაემუქროს:)როგორც კი გადავწყვეტთ შესვლას პირველები გაიგებთ,ისე მიხარია ჩემს პოსტებს რომ კითხულობთ და კომენტარები მხვდება