ჩემეული"ქვიშის ფილოსოფია"

Thursday, June 4, 2009

კითხულობ უსასრულოდ და არ გინდა მალე დამთავრდეს,არადა წყურვილი გკლავს,თითქოს შენც ქვიშით გქონდეს პირი სავსე და გატყაპნილი ნერწყვი ყელში გქონდეს გაჩხერილი.ქვიშა-ცხოვრება ყველაფერ ადამიანურს სპობს,მაგრამ არსებობისთვის აუცილებელია სიმყარე?ალბათ...ცხადად გრძნობ,რომ ნიკ ძიუმპესავით შენც ქვიშის ორმოში ხარ,იქნებ უფრო ცუდ დღეშიც იყო,რადგან აქ დაღუპვის,გადაგვარების ალბათობა გა
ცილებით დიდია.გული გერევა ამ ყველაფერზე.შიშით თვალს ვერ ხუჭავ და მიწაზე რაც შეიძლება მყარად ადგამ ფეხს,შეიძლება ეს მყარი მიწა უცებ ჩაიქცეს და თან ჩაგიყოლოს.ადამიანი ყველაფერს ეგუება,მას თავისი დამპალი კბილების სუნიც კი სიამოვნებს,თუმც ამას არავინ აღიარებს.ცხოვრობს შურის სოკოთი ავად და ვერც ამჩნევს როგორ იხრჩობა თავის ნარწყევში.ცხოველური ინსტიქტები ერთადერთია რაც არასოდეს ავიწყდება,ყოველ დღე შლის კალენდარში განვლილ დღეს.როგორ უნდა მიახრჩოს ეს საშინელი ზიზღი და ბოროტება,ცოფმორეული ღრიალებს და ტავი ეცოდება სხვისი კი არადა საკუთარი.რცხვენია სიშიშვლის და სხვას კიცხავს ამის გამო..უნდა ყველა ძარღვი ამოიღოს და პაწია ნაკუწებად დაგლიჯოს ეს დამპალი სხეული..
ეს რა არის?რა არის?როგორ ყვარებია სიცოცხლე ხედავ?მილიონი საცეცით ებღაუჭება ქვიშის პაწია მარცვლებს,რათა შიგ სამუდამოდ ჩაიმარხოს თავი...

2 comments:

Lika Kakiashvili said...

წეღან მითხარი, ცუდ ხასიათზე არ უნდა წეროო! ყოველთვის უნდა წერო, ნინ, როცა გეწერინება (შენიშვნები ამ სიტყვის არარსებობის შესახებ არ მიიღება:)))))... :)
ჰოდა, კიდევ, გაივლის... მითუმეტეს, ქვიშა გაივლის. აუცილებლად. მთავარია, ქვიშაში დარჩენა არ მოგინდეს. ეს ცხოვრება არაა, რასაც გრძნობ ეხლა, ამ წამს, ან რასაც გრძნობდი ამ სიტყვების წერისას, ეს ეტაპია, ან მომენტი, სულაც. ჰოდა, გაივლის.

Lalena said...

ცხოვრებასთან რა ცუდად შეწყობილი ცხოველია ადამიანიო გოლზუორთიმ და რავიცი აბა... ალბათ ხანდახან...