ასკლიპიოდოტასავით ჩამაყოლებენ ვინმე ხეზე ჩამოკიდებულს

Saturday, August 22, 2009

სტეფანწმინდა-ო,ბავშვობაში კი ყაზბეგი იყო,
გადაჩვევა ჭირს...
ჩემი ცხოვრების 28 წელი და ერთადერთი ზაფხული მის გარეშე,
ოცნება იმ ამოსუნთქვაზე,ასე რომ მიყვარს,
ყველა ნერვით ვგრძნობ ჰაერს,
სიმსუბუქისგან ტირილი მინდა,
ან სიმცირისგან,
რადგან ყველაზე უკეთ სწორედ აქ ვხვდები რა პატარა ვარ.
არააა,ვერ მაშინებენ ბუმბერაზები,რადგან იციან,
მიყვარს უზომოდ თითქმის ყველა,გამორჩეულად ერთი-ორი...
სუნი,რომელსაც თბილისშიც ვგრძნობ ასე მკვეთრად,
ჩამომაქვს ჩემთვის,
ვიზოგავ მერე მთელი წელი,
თუ ვინმეს უჭირს მასაც ვაძლევ,
ხშირ შემთხვევაში არც კი იციან ასე უცებ რამ გაახარა...
ვიცი...
დედამიწაზე ერთადერთი ადგილია,სადაც საკუთარ თავს ვეკუთვნი.
შიშით
ყოველ ჩასვლაზე შიშით ვათვალიერებ ქვებს,რომლებიც წლებია უკვე ერთი და იმავე ადგილას დევს კი არადა დგას,რადგან შემიძლია დავიფიცო,რომ ეს ქვები გრძნობენ ჩემს მოფერებას...
ვიცლები დარდისგან
ტკივილისგან
ზოგჯერ ცრემლისგან,
ვივსები ახლით,
ზოგჯერ ტკივილით.
აბა იმათ იციან ტკენა თუ იციან.
სინდისი ჩემი,რომლის ხმა ისე მკაფიოდ ისმის,ბანს აძლევენ ერთმანეთს მთები.
მათში ვსახლდები პერიოდულად კი არადა,სანამ ვჭირდები და ყოველ ჯერზე,მაშინაც კი როცა ვიცი რომ მეტკინება,ვაღებ ახალ კარს

4 comments:

Lalena said...

ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში... შენი აივნიდან მთებს რომ გავხედე გრიგოლს ვუთხარი, შემიძია დავიფიცო რომ ვუთხარი რა პატარა და უსუსური არსებები ვართ დედამიწაზე რამხელა ამბიციებით, არადა გამიფიქრია... ეს იყო ადგილი სადაც ფიქრსა და საუბარს შორის ზღვარი ვერ გავავლე.

და კიდევ, სოკო უგემრიელესი იყოოო :))) :*

Lalena said...

ნიიინ, ბლოგერები წერენ პოსტებს ”ბავშვობაში მეგონა, რომ” და ბოლოს აწერენ იმათ სახელებს ვიზეც სურთ გაიგონ რა სურდათ ბავშვობაში, ხოოდა მე შენ დაგასახელე, ასე რომ შენ ბლოგზე ველოდებით ახალ პოსტს _ ”ბავშვობაში მეგონა, რომ” :):*

Lika Kakiashvili said...

და ყოველ ჯერზე,მაშინაც კი როცა ვიცი რომ მეტკინება,ვაღებ ახალ კარს....

ჰმ..... ვერ ვაკომენტებ....

ჩემი ინგლისური გესმის მაინც, ჰოდა: UnbeFUCKIN'lievable!!!!

Joseph said...

ახლა ყველაზე პირდაპირი და უზრდელი ვიქნები:

შენს ნაწერებს რო ვკითხულობ მერე სირივით (ჩიტია არქაულად) ვზივარ და ვფიქრობ ათას რამეზე.

დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს გაბოს კითხვისას. იმდენი ახალი აზრი ჩნდება ერთდროულად, რომელიმეზე მოჭიდება ჭირს. არ არსებობს მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი, ყველა აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

მომენატრე ისე, საუკუნეა არ მინახიხარ :(