ბავშვობაში მეგონა,რომ...

Sunday, August 30, 2009

სიბერე იწყება იქ და მაშინ,ბვშვობაში შემოთავაზებულ და არშეჭმულ სუპებზე გული რომ გწყდება:)
სუპები ჯერაც არ მიყვარს...
მაგრამ.მაინც,ბავშვობაში მეგონა,რომ...
წიგნები,რომელთაც ზოგადად "ჯერ შენ ვერ გაიგებ"-ერქვა,ყველაზე საინტერესო იყო და აივნიდან შემოსული სინათლის შუქზე წავიკითხე"დეკამერონი"
ბავშვობაში ,როდესაც ოთახში მარტო ვიყავი,არ მშორდებოდა განცდა,რომ იქ კიდევ ვიგაც იყო,მეგონა რომ თუ უკან მივიხედავდი დავინახავდი და შიშით კისერი მეწვოდა.
ბავშვობაში მეგონა რომ,სადღაც მართლა არსებობდა ასტეროიდი-b612,დღეს დარწმუნებული ვარ,რომ არსებობს:)
ბავშვობაში მეგონა,როცა გავიზრდებოდი გაცილებით ჭკვიანი და კარგი გოგო ვიქნებოდი,ვიდრე ვარ:)

3 comments:

Lika Kakiashvili said...

ბავშვობაში "ჩოჩარა" ბებიაჩემის საკუჭნაოში წავიკითხე და ბავშვურად გამიკვირდა, რატომ მიკრძალავდნენ ამ წიგნს.. სმეშნო, ესლიბ ნე ბილო ტაკ პეჩალნო!!! პროშლო დეტსტვო, ზავიალი პომიდორიო! ეჰ! :)))))))))

Lalena said...

აუ რა ძააან შენიააა, ანონიმურად რომ მენახა ეგ ყველაფერი დაწერილი მაშინვე წამოვიყვირები ქალბატონი ასკლიპიოდოტამეთქი სიამაყითა და უზარმაზარი კმაყოფილი ღიმილით :)

Unknown said...

"წიგნები,რომელთაც ზოგადად "ჯერ შენ ვერ გაიგებ"-ერქვა,ყველაზე საინტერესო იყო "

ramdeni aseti cigni maqvs cakitxuli chumad :)