და მანამ,სანამ...

Saturday, October 3, 2009

და მანამ სანამ...
დალევდა ყავას,ოღონდ კაფეში
იცეკვებდა,თუნდაც მინდორში
დაიძინებდა მარჯვენა მხარეს,გულთან...
გაიღვიძებდა მანამდე უცნობ და შემდგომ უკვე ვერდავიწყებად განწირულ სახლში,ანდა სარკმელთან,
წაუკითხავდა და ფნალში არც ცრემლის შერცხვებოდა...
და მანამ, სანამ..
ივლიდა მარტო,
ივლიდა ხშირად,
და მანამ,სანამ
ყველა ადგილს შემოივლიდა,
სადაც კარგავდა და იძენდა,
სადაც სტკიოდა,
ეშინოდა..
და მანამ,სანამ...
ჯერ ისევ თბილი იყო ხელი და მზერა ისევ თაფლისფერი,
ოღონდ ისეთი თაფლისფერი,ბუნებაში რომ არ არსებობს.
ყველა შეხებას იტოვებდა გასახსენებლად.
და მანამ,სანამ...
"ერთად იყვნენ"-არ ერქვა ამას,
არც მოკვდებოდნენ უერთმანეთოდ
მხოლოდ დროდადრო ცა იყო მძიმე და მიწა იყო ფეხქვეშ რბილი,ისეთი რბილი,მყარად ფეხს რომ ვერ დაადგამ ვერასდიდებით.
და მაანამ,სანამ...
ყველგან ეძებდა
იქც კი,სადაც არ შეიძლება ყოფილიყო,
მაგრამ"ვაი თუ"
მაგრამ "რა იცი?"
მაგრამ"იქნებ"
არ ელეოდა...
ვერ ელეოდა...
არ ილეოდა...
და მანამ,სანამ...
ბინა გადაძვრა ფანჯრებიდან და გაიპარა.
და მანამ,სანამ...
და მანამ სანამ...
დავიტირებ იმ ყველაფერს,რასაც"ჩვენი"არ ერქვა ჩემო.ცოტათი ჩემო,
და მანამ,სანამ...
მომინდება შენ გამაღვიძო,
მანამდე წავალ...
ჩვენს თამაშებს ჭრელ ყუთში ჩავყრი და შევინახავ.
მანამ,სანამ...
ჩამოვარდნილი სიჩუმე შექმნის სიმყუდროვეს,ვინანებ სიტყვებს,რომ არ მითქვამს,
მიზანში სროლა ათიანში გარტყმას არ ნიშნავს.
და მანამ,სანამ...
ვაითუ...
იქნებ...
მე მანამ წავალ...

6 comments:

Roisin said...

ულამაზესია....უმაჟრიალენტელებელესი.....

Lalena said...

სიტყვები კადრებად ტრიალებენ :)

Lalena said...

ნიიინ ახალი თამაშია ოცნებებზე ვწერთ, შენთან ვარ ალავერდს :))))))))))))))
შენი 5 ოცნება :*

babisa said...

მომეწონა :]


ოღონდ ეს Word verification მოხსენი რა :(

Unknown said...

სად დაიკარგა :(

Unknown said...

გავაგრძელებო და ველოდები :)
მიხარია თუ სტიმულის მაგვარი რამე და რამე აღმოვჩნდი თუ რა ვიცი რაც ჰქვია