გაზაფხულზე ხვავრიელად მათოვს,ზამთარში კი ნუშის ყვავილს ვხედავ

Monday, April 19, 2010

იყავი ჩემთან,თუ გინდა-ო და...შეამჩნია სუროს ახალი ხასხასა ფოთლები ამოსვლია,მეზობლის ბავშვი ჩაიკრა გულში,რამხელა გაზრდილხარო.იმ დღეს ქუჩაში ყველას უღიმოდა,სარკეში ნაცნობი თვალები შეეფეთა,დაბრუნებას გილოცავო,გაუღიმა.არც ფიქრობდა,არც აანალიზებდა,სად ეცალა ეგეთი წვრილმანებისთვის,”დილა მშვიდობის”დაიბრუნა..
დაბრუნდა...
თითქოს არც წასულა,არადა ეს ყველაზე ხანგრძლივი წასვლა იყო..
არაფერი შეცვლილაო აქ...
ივსებოდა მისი თვალებით...
ემოციები გახდა საერთო.
როგორ ვიტევო ამდენ სითბოს,თურმე რა ცარიელი ვყოფილვარო უშენოდ,არა,არ უთქვამს,მთავარს სიტყვებით არასოდეს ამბობდა.სუნამო გაახსენდა,უჯრაში რომ ედო და მხოლოდ მაშინ ისხამდა,ისიც სულ ოდნავ,როცა უსაშველოდ ენატრებოდა,მერე დღეები ცოცხლდებოდნენ ზუსტი თანმიმდევრობით,არასოდეს არევია.მისი სუნი ასდიოდა,მისი და იმ დღის წვიმის.წვიმა მევასება და შენც მევასებიო-გემრიელად თქმა იცოდა,ერთ სიტყვაში ჩატევდა იმას,რასაც მარკესში ეძებდა,კლიმტში,ბრეგოვიჩში...
არც გაუცხოვდნენ და არც რა...
ტყუილად შიშობდა ვაითუ-ო...


მე მეშინია რამე არ გატკინო,
უხეშად არ შევეხო შენს სულს,
ზოგჯერ შეიძლება ვერც კი დაამთავრო,
თვითონ თუ არ იცი რა გსურს...

2 comments:

Lika Kakiashvili said...

სიცარიელეაო ყველაზე მურტალი! სიცარიელე ნაცრისფერია... ნაცრის ფერი! ბლინ!

xissunianisaxli said...

ზოგჯერრ შეიძლება ვერც კი დაამთავრო
თუ თვითონ არ იცი რა გსურს :)