მხარზე მაზის უკოპლებო ჭიამაია

Wednesday, November 17, 2010

ძირისძირობამდე და საგულდაგულოდ ასჯერ გადამოწმებულ-გადაქექილი სხეულის გამომზეურება სარკის წინ,ყველა გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებს და გაშორებს,ქალაქის ხმაური უკან რჩება,ვითომდა დაუდევრად აკეცილი თმის ზურგით გრძნობ დუჟმორეულ მზერას,ვერ მიხვდა მზერა,რატომ გაუღიმე ამოსვლისას,ქუჩაში ალბათ არავინ უღიმის ამ შეკრულ შუბლსო,იფიქრე და გაუღიმე,დღეს ემოციაკეთილი ხარ.გულუხვად ფანტავ შეგრძნებების ნარჩენებს,ცოტაღა დარჩა,რამოდენიმე წუთი ახალ გადავსებამდე.ხელისგულებით გრძნობ უკვე,ყლუპ-ყლუპად ჩადის სითბო სხეულში,თითის წვერებზე იწევი და ცას წვდები ხელით,ამ შეგრძნებაში კიდით-კიდემდე იძირები და შენი მოთვინიერებული სხეული ნაცნობ მკლავებს ჯერ ისევ მორცხვად მიჰყვება მთებში,უდაბნოებში,ტყეებში,უცნობ მხარეებში...თაფლისფერი თვალები ჩამოლღვება მხრებზე,მკერდზე,თეძოებზე,ბაგეები გოჯებად ითვისებს სხეულს,რომლის სიმხურვალემ ზეწარს ფერები გადააცალა...
სად ხარ?
ყველგან.
ჩემშიც?
ყოველ ღამე არა...
კვირაი ორჯერ,მე მაძინებენ შენი თბილი ხელისგულები.

5 comments:

Roisin said...

no commentt:)))

babisa said...

"me mazineben sheni tbili xelisgulebi" <3 ra tbili frazaa,chamrcheni :)

playgroundLOVE said...

tkveni blogebi ro tsavikitxe dzalian mominda mec damecera)) saintereso xar :)

Unknown said...

ასკლიიიიი

Bacchus said...

აი ადამიანს რომ აქვს ხოლმე ამოჩემებული ფრაზები , საყვარელი სიმღერიდან , ან ლექსიდან და ხშრად ისე თავისთვის გულში , რომ იმეორებენ ხოლმე ზუსტად ისეა ფრაზა "კვირაში ორჯერ, მე მაძინებენ შენი ხელისგულები" ჩემთვის...