ავაჰმეე ჩემო...

Sunday, July 31, 2011

დღეს პირველად არ მიხარია ეს დღე,გუშინ არ გამეხარდა გაზაფხული,ხვალ...ხვალ ტოვლი არ გამეხარდება.
აუუ რა ძნელი ყოფილა წერა,როცა გტკივა გაუსაძლისად.
ავაჰმეე ჩემო...
იშვიათად ვტირი,როცა მხოლოდ მე და შენ ვართ მხოლოდ მაშინ.
მეგონა ირგვლივ ყველაფერი განაცრისფრდა,მაპატიე რომ ისევ ვხედავ ფერებს დროდადრო.
ისიც მეგონა,აწი მე რაღა შემაშინებსთქო და მეშინია მაინც ჩემო...
არ გეძებ არსად,სულ ჩემთან ხარ,მარჯვენა მხარეს გულთან-გახსოვს?მხოლოდ,როდესაც იმ ხეს ჩავუვლი,სადაც ასე ხშირად მხვდებოდი თვალის უპეებიდან გადმოდიხარ,მერე მეშინია სულ არ დამეღვარო და ვიღიმი.
როცა იმ ფერის სამოსი მეცვა,რომელიც ასე მძულდა ყოველთვის,ვნატრობდი გულში,არ მენახა ნაცნობი სახე,რადგან კითხვაზე-ხო მშვიდობაა?ვერ ვპასუხობდი,რომ აღარ მყავს ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი დარდი და სიხარული,ჩემი ნაწილი...და ვიღიმოდი ვითომც არაფერია,ვიტყუებოდი-ისე უბრალოდ...
დარდი გახდა უზარმაზარი და მეჩვენება რომ მაინც მსუბუქ ტვირთად დამაქვს,მაპატიე...
მეჩვენება,რომ დედა ჩვენი უფრო მეტად მეფერება,ან ასეც არის.გენაცვალოს შენი დედაო-მეუბნება და მრცხვენია,რომ...თითქოს შენს ნაწილ სითბოს ვიპარავ...
არ ვარ ძლიერი,შენ ხომ იცი,სუსტი ვარ და...იყავი ჩემთან.
მეშინია ოდესმე არ დამავიწყდეს შენი ნათქვამი თუნდაც ერთი სიტყვა და ვიმეორებ გაუთავებლად ყველაფერს რაც კი მახსენდება...
არსად არ გეძებ,შენ ჩემთან ხარ,რატომ მოგძებნო?შენ როგორ უნდა დამეკარგე.
მაპატიე,რომ დამენანე უფრო კარგი ყოფისთვის ჩემო.
გპირდები ერთხელ გამახარებს მეზობლის თეთრად გადაბარდნილი სახურავის კუთხე,ჩემი ფანჯრიდან რომ ჩანს...
ახლა კი...
ახლა?
ავაჰმეეე ჩემო...

6 comments:

Joseph said...

ძვირფასო ნინო,

კენიიდან ოსლოში წამოვედი. აბა, იქ ზედმეტად ცხელოდა ჩემთვის. თუმცა აღფრთოვანებული არ ვარ ამ საქციელით. მე და ირენი ასე, უცერემონიოდ გავიყარეთ. ერთ დღეს თქვა, რომ აღარ უნდა ჩემთან, არც მე დამიძალებია და დავშორდით. აღარ ვღელავ, გადავიტანე უკვე.

არც იმაზე ვღელავ, პროფესიის შეცვლა რომ მომიხდა. ოსლოში იმდენი უსახური სახლია, საქმეს არაფერი გამოლევს. ერთი, ჩვეულებრივი დღე ინტერვიუთი იწყება. მაგალიტად პეტერსონების ოჯახის დიასახლისს ვეკიტხები რა ფერის მაისური უხდება ან ყველაზე მეტი კომპლიმენტი რომელი ჯემპრის ტარებისას მიუღია. მოკლდე, იისფერი სტელა პეტერსონისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბაზანა ამ ფერებში უნდა გაადვწყვიტო. გიუნტერი, სტელას ქმარი ამბობს, რომ ბუნებასთან სიახლოვე და მწვანე ფერი სიამოვნებს. ჩემი ფანტაზიისთვის საკმარისია აბსოლუტურად. დაახლოებით 2-3 თვე მჭირდება ერთი პროექტის დასასრულებლად. პეტერსონების ოჯახი კმაყოფილია სახლის ახალი დიზაინით. დღემდე ვმეგობრობთ.

ივლისის მოსვლისას ვგრძნობ რომ შენი დღე ახლოვდება და მუდმივად ვფიქრობ. ნეტავ როგორ არის ახლა ნინო, რას განიცდის, რითი სუნთქავს და ცოცხლობს, რა აწუხებს.. პასუხები არ მაქვს. იმასაც ვფიქრობდი, დისტანცია და დრო ალბათ საბოლოოდ დაასრულებს ჩვენს მეგობრობასთქო. რასაკვირველია საშნლად მწყდებოდა ამის გამო გული, მაგრამ არა. ისევ ისე მაინტერესებს შენი ამბები, როგორც მაშინ, აივანზე რომ ვიკრიბებოდით, ზაფხულის ცხელ საღამოს ხმაურიან ვენტილატორს ცართავდი და ორი კაბის ერთდროულად ჩაცმის შესახებ ამბის მოყოლას დაიწყებდი.

დათო და სალი კარგად არიან იმედია. მომიკიტხე ორივე. დათოს უთხარი, რომ წლები ვერაფერს აკლებენ სიყვარულს თუ რომანტიკას. ახლაც შეუძლია ბოტანიკური ბაღიდან მოზიდული ქვებისგან კოშკი აგიგოს. არ ვიცი რამდენად გამოვხატავდი, მაგრამ დათო ამ ამბავს რომ ყვებოდა სიხარულისა და შურის გრძნობა ერთდროულად მახრჩობდა. სიხარული, იმიტომ რომ მე ვიცნობდი ასეთ წყვილს, კოშკებს რომ უგებენ და გულწრფელად უყვართ. შური იმიტომ, რომ მეც მინდა კოშკს ვაშენებდე ვუნმესთვის.

ნინ, ჩემი ერთი საყვარელი ავტორი ამბობდა: პრობლემა იარსებებს მუდმივად, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეცვალო. ხანდახან მდენად მძიმეა პრობლემა, სუნთქვა შეიძლება გაგიჭირდეს, თუმცა ყოველთვის არსებობს "მაგრამ." მაგრამ, უნდა გააგრძელო სუნთვა, მაგრამ უნდა შეძო ცხოვრებსი გაგრძელება, მაგრამ უნდა გიყვარდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეს და მაგრამ ის ვერ აიტანდა შენს ცუდად ყოფნას.
ხოდა, დაუმტკიცე მას და სამყაროს, რომ შენ ყველაფერს საუკეთესოს იღებ, იმიტომ, რომ დაიმსახურე. იმიტომ, რომ კარგი ცოლი ხარ დათოსთვის, კარგი დედა სალისთვის, კარგი და მისთვის და კარგი მეგობარი ჩემთვის.

ყოველთვის იქნება ცუდი დრო, მაგრამ სამყარო კანონზომიერია. ერთი ივლისის 29-ში შენ იქნები ყველაზე ბედნიერი, იმიტომ რომ ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ მე ასე მინდა.

კეთილი სურვილებით

babisa said...

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პოსტიდან მივხვდი.
ვწუხვარ და არ ვიცი ან როგორ შეიძლება ასე კომენტარში მწუხარება გამოხატო და ან რაიმეთი შეუმსუბუქო ვინმეს ეს განცდა :\

ზედა კომენტარის ავტორის ბოლო აბზაცებს მეც ვიზიარებ დაბანალურად ვიტყვი, რომ ზოგჯერ ამ ცუდ ამბებს და შავ ზოლებს ახსნა არ აქვთ, მაგრამ კანონზომიერია მაინც და უნდა შევძლოთ მაინც თეთრი ზოლებით ტკბობა

Unknown said...

შემოვედი ბლოგზე დავუკომენტარებ ნინო სცადე წერო, ნინო ამოიკივლე მეთქი და შენი პოსტი დამხვდა :) არ გაჩუმდე :)
არ დაიგუბო :) ასე მხოლოდ გული გაგისკდება :)
დაე ვიყო ყველაზე ბოლოხარისხოვანი ვისაც სჭირდები, მაგრამ მასეა :)
მე ვიცი რომ მიხვდები რასაც ვამბობ :)

Unknown said...

დარდს არ უნდა ებრძოლო. უნდა დაჰყვე. თუ დარდი მოვიდა, არ გააგდო - სტუმარია. პატიოსნად დახვდი. მოიწყინე და დაე, სევდიანმა ფიქრებმა შეგიპყრონ. დარდი მდინარესავითაა. თავისი კალპოტი აქვს. იცის, სად წაგიღოს და სად გაგრიყოს, დროსაც თვითონ საზღვრავს, საათი იდარდებ თუ ათი დღე, ნუ გესაქმება, წინასწარ კია ცნობილი, ოღონდ არა შენთვის. დარდი ან გყინავს, ან სისხლს ისე გიჩქარებს, რომ გულს ბაგა-ბუგი გააქვს, თვალთ გიბნელებს, ენას გართმევს. თუ გაგაქვავა, აღქმის შესაძლებლობა დაგიბლაგვა, არაუშავს. ჰოდა, შეეშვი, გიქნას, რასაც შვება, რაც სურს, ბოლომდე სისხლიანი ჩვარივით გაგჟღინთოს, მოგერიოს, გინდ ბეჭებზე დაგცეს, გინდ ხელუკუღმა ყვრიმალებში გირტყას, გინდაც ფეხისგულებში გშოლტოს. გახსოვდეს, დარდი - სტუმარია. სტუმარი კი სტუმრადაა, წავა, იმას თავისი სახლი აქვს.
დარდმა ძარღვები უნდა მოიაროს. შიგნით შეაღწიოს, შენით გაძღეს, წონასწორობა დაგაკარგვინოს, ისეთებზე დაგაფიქროს, რაც აქამდე იოლი იყო, გეჩვენებოდა. უნდა გამოგხრას, ძვალივით. ცრემლიც გადინოს. თავიც გარტყმევინოს კედელზე და არაყშიც ჩაგძიროს. მიენდე. თავი დაუხარე. საიდანღაც ხო მოვიდა, შენთან მოვიდა, სხვასთან კი არა. ეგება მანამდე ქარაფშუტულად ცხოვრობდი? ზედმეტად მაძღარი იძინებდი? იქნებ ცოტა გაეცი და მეტი მიიღე? სიკეთეს თვალი მოუხუჭე? სიტყვით კაცი მოკალი ან ქალი უსიტყვობით?.. დარდი პასუხს გთხოვს. პასუხის მოლოდინშია. ამიტომ ყურადღება არ მოაკლო და ისიც, დაგიფასებს თავაზიანობას. გაგეცლება და თავის სანაცვლოდ, ცოოოოტა ხანში, მეგობარს - სიხარულს - გამოუშვებს. აი, ნახავ.

Asklypiodota said...

მადლობ ჩემიანო

Unknown said...

გამოჩნდი