Sunday, March 29, 2009

აზრი ბადებს სურვილებს,სურვილი გრძნობებს.გრძნობა-არაფრისმაქნისობის ყრუ შეგრძნება.იმედი,გაქცევა მოსაწყენი რეალობიდან.ოცნება-უტოპია,აბსურდი....არარსებულის არსებულად დაჯერების თავისთავად შექმნილი ილუზია.ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივაა მთლიანობაში ერთ დიდ ბუშტს წააგავს,ან გაფრინდები ან წკაპ და.....ადამიანი,რომელიც აგიხსნის სიყვარული რა ფერია არ არსებობს.განსჯი სხვას და თავი გეზიზღება.ოდნავ ხმამაღლა ქუსლი და ჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება,დადებითი აურა და ყველას უყვარხარ განურჩევლად ასაკისა, არა, სქესისა.სქესი-თავისუფლების შეგრძნება და გადარევა,აღგმაფრენის დაღმართობა...უცნობი განცდა ყველაფრის მიმართ,სურვილი ინდივიდუალობისა ახშობს პატიების შესაძლებლობას.მკვეთრი მოსახვევების ტკივილნარევი მონატრება...სენსორული იზოლაცია-ოჯახი.ბავშვობიდან გამოყოლილი აუხდენელი ოცნებები დილის 7-დან 9-მდე,ამ ოცნებებს მისი ხელების თბილი სუნი აქვს.ყველაფერი ვერშესაერთებელ ნაწილებად იშლება,ყურით მოყვანილი სევდა წვიმის წვეთებად იღვენთება და დამუნჯებას ნატრობ.იმისთვის კიდევ ერთხელ რომ არ მოგიხდეს დაკარგვა.ეს შეგრძნება კანის ქვეშ იბადება და ყრუდ იწყება,მერე მძაფრდება და უსაშველო მონატრებად გადაიქცევა ხოლმე,შენამდე და შენს მერე არ არსებობს,ვერც გარბიხარ,რადგან იქ ხარ სადაც აქამდე გარბოდი,უკან არ დაგრჩა საცალფეხო ბილიკიც კი,მომენატრე და ისე გინატრე შემეშინდა არ გავმქრალიყავი...და ვგრძნობ ვთავდები,ისევ ვიწყები,და ყველა ასეთ წამოწყებაზე მაკლდება ჩემი გრძნობები...შეჩვევა არ ღირს,მაჩვენეთ გზა ,რომლითაც უნდა ვიარო ხვალ,რომლითაც გუშინ უნდა მევლო.

2 comments:

Lika Kakiashvili said...

ჰეი, მომწონს აქტიურობა! :D ეგრე, რა! :)

”მაჩვენეთ გზა ,რომლითაც უნდა ვიარო ხვალ,რომლითაც გუშინ უნდა მევლო”.

ვერა, ვერ გაჩვენებს ვერავინ... არადა, რა დასანანია! :(

Lalena said...

კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი შენს ბლოგზე :)
რომელიც სიმყუდროვის და სითბოს შეგრძნებას მიტოვებს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ამ ქვეყნად.
ძალიან, ძალიან, აი ძალიან ლამზად წერ :)