Monday, March 30, 2009

ჩემი ცხოვრების გასაყართან შემომღამდა...ყველაფერს საკინძეზე შემხმარი ასაქერცლი სისხლის სუნი უდის,არ მიმატოვო მარტო...მოწყენა მოსდევს ამნაირ ავდარს,მინდა თითის წვერებზე აწევისას ცას მივწვდე ხელით.ტირილი ცალი თვალით არ გავს ტირილს ორივე თვალით,ცალი ტირის,მეორე ცდილობს,მაგრამ ამაოდ...ჩემი შენთვის ნაჩუქარი თვალი დამეშრიტა.ოთხი კიდურის და უამრავი საცეცის მქონე ჭიმატყმელა ხარ,ტუჩის კიდურებში ბლანტად დაგროვილი სითხით.სიმარტოვე სასიამოვნოდ მწარე ნისლია.ნაბიჯები არსაით დაიკიდე ცალ ფეხზე,ორი ზედმეტიც კია.საერთო ნერწყვი ტრადიკომედიის დასაწყისია,მტკივა სიმუნჯე,უსაშველო დაღლას ვგრძნობ..დამრჩება სევდა,უთქმელი დარდი,ვპატარავდები,და მოვა წვიმა,არა,თოვლი.შენ არ გესმის ჩემი ტკივილი,ამას არც ველი,უბრალოდ მინდა ჩემი ცხოვრება.ჩემი კეთების სურვილი მიხშობს გამოუთქმელ სიკეთეს შენსას და ხშირად ვხვდები,თქმას და ართქმას ერთი ფასი აქვს...რა დევს წყენაში როცა ამას მაინც ვერ იმჩნევ.ჩემი ურჩობა უნდა გაგეგო რომ არ იყო განურჩევლობა.

1 comments:

Lika Kakiashvili said...

იცი, რამდენჯერ წავიკითხე და გადავიკითხე?! მერე თავიდან წავიკითხე, რომ ისევ გადამეკითხა და დავიღალე. ნაცნობად მტკივნეული და მტკივნეულად ნაცნობია, რაც აქ წერია.

რამდენიმე თვეა, შეუწყვეტლად ვსმამ ერთსა და იმავე კითხვას, რატომ იზიდავს მაგნიტი რკინად-მეთქი და პასუხი ვერ მივიღე. არადა, რა დასანანია!.. მე ვარ მაგნიტი და ვიზიდავ რკინას, რომელიც მავნებს ალერგიულად. ჰოდა, მაგიტომ ვკითხულობ უკვე მერამდენედ ამ ნაწერს, რომ გავიხსენო, არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მე შევიცვალე.

განსაკუთრებით ბოლო ფრაზას ჩავაფიჩინდი და მეშინია, რომ ამ სიმართლეს ორიოდ ადამიანი იგებს... არა, კი არ მეშინია... ვშიშობ...