ფეხშიშველამ გავიარე კალიების მდელო

Saturday, May 23, 2009

მადლობ იმისთვის,რომ არსებობ ცოტათი ჩემთვის...
იმისთვისაც,რომ მაპოვნინე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩემივე თავი
კარგი ადამიანი ვყოფილვარ თურმე(ან არც ისე ცუდი,როგორც მეგონა)
მადლობა შენ ჩემიანო,
ბევრი დარდისთვის,სიხარულისთვის,
ემოციისთვის,ცამდე გრძნობისთვის
და დევის ხელა მონატრებისთვის.
მადლობა ჩემო მეგობარო,ცოტათი მეტო...
რადგან...მეგობრები არ დაყავთ ასე მთელი დღე ყველგან ,სადაც წავლენ...
მაპატიე,რომ დაუკითხავად მოვედი შენთან და დავრჩი ისე,არც კი ვიფიქრე იქნებ ზედმეტი ვიყავი შენთვის,
როგორც აპრილში მოსული თოვლი.
მაპატიე,რომ ვიცხოვრე შენი საათებით,დღეებით,წლებით
მაპატიე,რომ შენი ტკივილი მტკივა და მენანები ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის...
მაპატიე,რომ მოვედი გვიან,
რომ ნებისყოფა მხოლოდ იმისთვისღა მყოფნის საკუთარ თავს რომ არ ვუღალატო,
მეგობრებისთვის არასოდეს მიღალატია.
მაპატიე,რომ დღემდე შენთვის საიდუმლოება ვარ.
მაპატიე რწმენა,რომელიც ჩემამდე გქონდა...
ჩემს მერეც მოვა...
მაპატიე,რომ ოცნებებით არ დავიღალე,
რომ შეცდომებზე ვერასდროს ვსწავლობ.
მაპატიე,რომ მახსოვს შენი დაბადების დღე.
მინდა იისფერ ნაკვალევს ვტოვებდე ასეთ ნაცრისფერ სამყაროში,
ნეტავ ამისთვის თუ უნდა გთხოვო პატიება?
მაპატიე,რომ ხსოვნა უძირო ჭასავითაა,
ის ვარსკვლავები მაპატიე,გორგოლაჭებს რომ აღარ გვანან.
მაპატიე,რომ სრულ სიმშვიდემდე რაღაც რჩება,ეს რაღაც მიზიდავს უჩვეულო ძალით...
მაპატიე,რომ ოდესმე-ს ვამბობ ყველაძე ხშირად,
მაპატიე,რომ ბედნიერება დაშრეტილი ენერგიის აბივითაა.
მაპატიე,რომ მეშინია შენი დაკარგვის...
მიყვარხარ თბილო და ამის გამო არასოდეს გთხოვ პატიებას.

6 comments:

Joseph said...

sxva ragacas velodi da...
kargi rame dagiweria. varskvlavi-gorgolachebi da cha. sheni xelweraa ashkarad! me vamayob rom gicnob!

pativiscemit JoKey

liilia... said...

შემოვიჭერი უცებ :)
მაგრამ რაღაც ჩემს და ახლობელს მოვკარი თვალი,ბოლომდეც ჩავიკითხე და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თითქმის ნახევარი ჩემი სიტყვები იყო,უზომოდ ჩემი...:)მადლობა ამისთვის...
დანარჩენი ნახევარი ის არის რომ ოცნება შევწყვიტე და ბოლოსდაბოლოს ვისწავლე სინამდვილეს როგორ გავუსწორო თვალი და გული მქონდეს გონიერი... მასაც მადლობა ვინც ეს შეძლო...

Lika Kakiashvili said...

ცხადია, ასკლიპიოდოტურია! ვის ეპარება ეჭვი, რომ ბევრჯერ წავიკითხე?! რა თქმა უნდა, კიდევ არაერთხელ გავიმეორებ იგივეს!
და რაც მთავარია, გმადლობ იმისთვის, რომ არსებობ ცოტათი ჩემთვის! უკვე მენატრები, 21 საათის უნახავო ადამიანო!

Asklypiodota said...

გამეხარდით აქ რომ გნახეთ ადამიანებო,ლილია შენს ბლოგს უახლოეს მომავალში უკეთ გავეცნობი:)ჩემი გული გონიერი ალბათ ვერასოდეს გახდება:)ლიკ ხომ იცი რომ შენ შენი წილი ასკლიპიოდოტა გყავს:)
jokey ჩემიანი ხდები:)

Lalena said...

მმმმ რამდენ ადამიანს ვეტყვი მადლობას რომ გაგიცანი? და ამ მადლობების კორიანტელით შენამდე მოვალ... ასკლიპიოდოტა მადლობა, რომ გიცნობ... ნინო მადლობა, რომ გიცნობ :)

Unknown said...

რა ლამაზი პოსტია, რაღაცნაიარია :)
თბილი ფერებით და სიტყვებით :)

ულამაზესი