არც კი ვიცოდი:ჭიანჭველები თურმე მართლა ყველაფერს ჭამენ:)

Thursday, June 11, 2009

ალბათ პირველად,ან მეორედ მომინდა წერა,მაშინ როცა კარგად ვარ...
ისე კარგად არ,რომ ვიყვირო და ცა გავხიო:)
ჩუმად კარგად ვარ,
გულში კარგად...
უცაბედი,უმიზეზო ღიმილის მსგავსი კარგად ყოფნაა,თუ დაგიჭირეს სუროს ხასხასა მწვანე ფოთოლს რომ დააბრალებ,ან აივანზე დღეს პირველად შემჩნეულ ბუდეს...
ბაგემდე თვალის ჭრილი რომ გყიდის და კიტხვებს აჩენს,
შენ ამ კითხვებზე პასუხობ,რომ გიყვარს ბუნება:)
გაუცინარ დღეს გეცინება,
უამინდობის ამინდს ქმნი თავად,
გეამაყება დღეს წვეთებიც რომ გიყვარს წვიმის,
ფოთლებიც ქარის შერხეული
(განურჩევლად ყველა ფოთოლი)
ეს სიყვარული დღეს ჰაერს ჰგავს,მთლიანად გავსებს,
გავსებს კი არა,გადმოდის შენი ბაგეებიდან,უპეებიდან და ისეთი გულწრფელია ცოტა გაშინებს...
დღეს არ ხარ ერთი იმათგანი ან ამათგანი,
დღეს ბუნება ხარ,
ყველა ხეში ხარ,ყველა კენჭში
და გიხარიაააააააა
(ეხლა წახვალ და სარეცხს გარეცხავ გახარებული:):))

3 comments:

Lalena said...

მმმმ აბა რა გითხრაა ასკლიპიოდოტა :) ამ პოსტის მერე მე მაგალითად 38ს მიბჯენილი ჩემი სიცხეც მიხარია :*

liilia... said...

განუმეორებელია ყოველი წუთი სიხარულის...
მაგრამ მე ეს ბედნიერი წუთები როცა ყველაფერი მიხარია
ძვირად მიჯდება...

Unknown said...

:) უმაგრესი შეგრძნება