კამარა რომ შევკრა და გავფრინდე?

Tuesday, July 13, 2010

კედლები შეუღებავთ ვარდისფრად,არ მიყვარს ეს ფერი_ნეტავ მანამდე რა ფერი იყო?
კარადა გამოაღო,სულელური ჩვევაა,მაგრამ მგონია ერთხელაც შიგნით გვამი დამხვდება-ო.ვიცი არ არის ნორმალური,ეს რომც ვუთხრა,გაიღიმებს და თავს გაიქნევს,თვალებში ნაპერწკლები აენთება.ვეებერთელა ფანჯრები მოსწონს,აქ კი ერთი პაწაწინა სარკმელია,მერე რა მოხდა,სამაგიეროდ ბაღი ჩანს აქედანო,სკამზე აფორთხდა და ძლივს გადახედა ვიღაცის გავერანებულ ეზოს.ხელები გაშალე და გადმოვხტებიო,პატარა ბავშვივით არის ხანდახან,გულში ჩავიკარი,ისე უცემდა გული შემეშინდა,ერთხელაც ვეღარ მოვისმენ ამ მხოლოდ ჩემთვის გულისცემას.იმ დღეს უჩვეულოდ ჩუმად იყო,ცოლად მომიყვანდიო?-მკითხა
გავჩუმდი,ვერ მოვატყუებდი,მაინც მიხვდებოდა...გაეცინა,ჩუმი სიცილი იცოდა ხმამაღალი სევდით.
ერთხელ ვუთხარი-არ მიყვარხართქო,ვიციო-მიპასუხა,ვატკინე,მაგრამ მეშინოდა მისი უსზღვრო გრძნობის.
მე მასთან დაძინება მინდოდა...
მინდოდა ტყეში წამეყვანა...
მინდოდა ზღაპრები წამეკითხა მისთვის...
ის შეშლილი იყო...
ჩემი შეშლილი...
არასოდეს მითქვამს მისთვის როგორ მიყვარდა...
ეს ისედაც იცოდა.

7 comments:

babisa said...

bichi xar anu :O
gamikvirda

posti sevdiania :\ tan albat didi droa mas shemdeg gasuli :)

Asklypiodota said...

ამ პოსტში ”მამაკაცი”ვარ კი:)აქედან გამომდინარე ავტობიოგრაფიულ ელემენტებს არ შეიცავს:)მიხარია რომ კითხულობ ჩემს პოსტებს,მე შენი მუდმივი მკითხველი ვარ

Unknown said...

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია

Unknown said...

მიყვარს აქ :)

Asklypiodota said...

შენ გესმის,ვიცი...თუკი ოდესმე დაგჭირდება მე მოგისმინო,ან უბრალოდ,იცი სადაც უნდა მიპოვო და მე ყოველთვის,ყოველთვის გამეხარდება.მეც მიყვარს შენი შეგრძნებები,ემოციები და ველოდები ახალ საზრდოს:)ლექსი არის ძალიან კარგი კი არადა გემრიელიიი:)

liilia... said...

ra sitboa am saxlshii

gemrieli shegrznebebis naz surnels rom gitovebs

:))

Kate said...

რამდენი სიტუაცია გააერთიანე ახლა შენ. :)


მიყვარს ეს ბლოგი.
და მიყვარს შენი სახელი - ასკლიპიოდოტა.